შრომის ინსპექცია: 2023 წელს ნორმების დარღვევისთვის საქმიანობა 361 ობიექტს შევუჩერეთ

პუბლიკა

შრომის ინსპექციის სამსახურის განცხადებით, მათ მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 3765 ინსპექტირება.

ნორმების დარღვევისთვის 2527 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა შემდეგი სანქცია:

  • 1523 შემთხვევაში – გაფრთხილება;
  • 361 შემთხვევაში – საქმიანობის შეჩერება;
  • 643 შემთხვევაში – ჯარიმა.
  • უწყების ცნობით, 2023 წლის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირება 81 904 დასაქმებულ პირს შეეხო.

ამასთან, 2023 წელს განხორციელებული ინსპექტირება 50% აღემატება 2022 წლის მონაცემებს.

უწყებისვე ცნობით, პირველივე შემოწმებისას ობიექტების 51%-მა აღმოფხვრა გამოვლენილი დარღვევები.

შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი ეხება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ობიექტს, უწყება უფლებამოსილია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ჩაატაროს ინსპექტირება წინასწარი გაფრთხილების გარეშე.