შს მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

„ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტორში დაუდასტურეს.

უწყება ამ ეტაპზე არ ამბობს, რა გახდა ჭელიძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი. და ვინ ჩაანაცვლებს მას.

იოსებ ჭელიძე თანამდებობას 2019 წლის 10 სექტემბერიდან იკავებდა.

„ქართული ოცნების” ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე 28 მაისს დაინიშნა, მან პოსტზე ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა, რომელიც უწყებას ასევე 2019 წლიდან ხემძღვანელობდა.