შსს: დავაკავეთ პირი, ვისი მითითებითაც არასრულწლოვანი კლიენტებს მასაჟის სალონში სექსუალურ მომსახურებას უწევდა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანით ვაჭრობის, პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემისა და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ლ.ხ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, წინასწარი შეცნობით, გადაიბირა არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში ამუშავებდა.

კერძოდ ბრალდებულის მითითებით, არასრულწლოვანი სალონში შესულ კლიენტებს გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე, ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ამ გზით გამომუშავებული თანხის ნახევარს ლ.ხ.-ს უხდიდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი, მე-2 და 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.