შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს და ესპანეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა ესპანეთში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის „CACHABA-ს“ ფარგლებში 13 პირი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში ჩადენილ 27 ბინის ქურდობაში მონაწილეობდნენ.
„ირკვევა, რომ დაჯგუფება ორი სხვადასხვა შტოსგან შედგებოდა – ქართული წარმოშობის წევრებისგან, რომლებიც უშუალოდ ბინის ქურდობებს ახორციელებდნენ და ესპანური შტოსგან, რომელებიც მოპარული ნივთების რეალიზაციას სხვადასხვა ქალაქში ახდენდნენ.
ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა, სპეცოპერაცია ერთდროულად მადრიდში, ვალენსიაში, გუადალახარასა და ალიკანტეში, ჯამში 9 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს“, – აცხადებს შსს.
გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 510-ე, 301-ე და 570-ე
მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.