შსს: ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე გამოძიების ფარგლებში ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტების სახლებში ჩხრეკას ატარებს – შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” ეუბნებიან, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა”, – აღნიშნავენ შსს-ში.

პოლიციაა შესული ჯგუფ „დაიტოვეს” ორ წარმომადგენელთან ნენსი ვოლანდსა და ილია ღლონტთან. ჩხრეკა ჩატარდა ისაკო დევიძის სახლში – „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს, რომ ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.