შსს-მ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა – ჯამში დაკავებულია 46 ადამიანი.
„აღნიშულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კიდევ ერთი პირი – გ.ქ. დააკავეს. პოლიციის მიერ ჯამში დაკავებულია 46 პირი. სამართალდამცველები აგრძელებენ მოპოვებული მტკიცებულებების კომპლექსურ შესწავლას, რათა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.