შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ” პორნოგრაფიის ნიშნები არ გამოიკვეთა და შესაბამისად, გამოძიებაც არ დაწყებულა.
როგორც „პუბლიკას“ უწყებაში განუცხადეს, შესწავლა მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე დაიწყეს, თუმცა, მათივე თქმით, ფილმში დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა.
დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიაჩნდა, რომ მხატვრული ფილმი პორნოგრაფიულ ელემენტებს შეიცავდა და ფილმის შესწავლამდე ჩვენების გაუქმებას მოითხოვდა.