შსს-მ აქციაზე მიმავალი კიდევ ერთი მანქანის მძღოლი დააკავა

პუბლიკა

როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები აცხადებენ, პოლიციამ აქციის მონაწილეებს ჩამოართვა მანქანა, რომელითაც პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე შეშა და სპეციალური ეკიპირება გადაჰქონდათ.

შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ბარათაშვილის აღმართზე დააკავეს ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მანქანა საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.

დღეს, რამდენიმე საათით ადრე იმავე მუხლით შსს-მ ორი პირი დააკავა, მანქანა კი საჯარიმო სადგურზე გადაიყვანა.