შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 16 წლის პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 16 წლის პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს, 19 წლის პირს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები, რის შედეგადაც, შსს-ს ცნობით, მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. მათივე ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს და დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.