კორონავირუსის პრევენციისთვის მოქმედი შეზღუდვების – იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს ვლადიმირ პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოსული 32 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.
გუშინ აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა აქცია გამართეს სასტუმრო „ვინოტელთან“, სადაც ჟურნალისტი თავის სტუმრებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.
„ვინოტელი“პოზნერმა სტუმრებთან ერთად პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა. ამის შემდეგ აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. აქციის მონაწილეებმა, სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.