შსს: მართლწესრიგის აღდგენის მიზნით გამოვიყენეთ ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი

პუბლიკა

შიგანან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლებმა მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ რაც შსს-ს თანამშრომლებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.

უწყება, მოუწოდებს აქციის თითოეულ მონაწილეს, მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. შსს-ს ცნობით, კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.