შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა. მსუბუქად არის დაზიანებული ორი სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ ფიქსირდება”, – აცხადებენ უწყებაში.
გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივები სოფელში ინფიცირებული პაციენტების გადასაყვანად ჩასული პოლიციის თანამშრომლებსა და სოფლის რწმუნებულს დაუპირისპირდნენ.