შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 40-მდე მოქალაქე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები.
„სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 40-მდე მოქალაქე“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
შოვში მეწყერი ჩამოწვა.
შსს-ს ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.