შსს-ს განცხადებით, ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო ღონისძიებები უწყვეტად გრძელდება

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

უწყება ოფიციალურად ადასტურებს, რომ გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

ასევე, რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

„შემთხვევის ადგილზე, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.