შსს-სთან გამართულ აქციაზე სამი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 3 პირი დააკავა.

შსს-მ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულნი, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობას გულიხსმობს.

აქციის მონაწილეებმა შს სამინისტროსთან ბანერებისა და წითლად შეღებილი ხელთათმანების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და რასაც აქციის მონაწილეებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული“ – ამ სახელწმოდებით  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა.

აქცია 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაიგეგმა.

სამართალდამცველებმა, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, მანქანა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ტყეში დგას, სამანქანო გზიდან რამდენიმე მეტრში.

გუშინ თამარ ბაჩილიაშვილის ოჯახის წევრებმა ქვემო ფონიჭალის დასახლებაში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

გარდაცვლილი გოგოს ოჯახი საგამოძიებო უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.