შსს-სთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს და საქმეების დროულ გამოძებას ითხოვენ.

აქციაზეა „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, რომელიც ამბობს რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს. ასევე, აქციაძე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გუშინაც გაიმართა აქცია. „ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული“ – ამ სახელწოდებით აქცია 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაიგეგმა. აქციის მონაწილეებმა შს სამინისტროსთან ბანერებისა და წითლად შეღებილი ხელთათმანების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აქციაზე სამი პირი დააკავეს.