შსს - „თბილისსა და რეგიონებში იარაღი ამოვიღეთ, დაკავებულია 12 პირი"

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა,  უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 12 პირი.

„ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული ვ.პ., 1974 წელს დაბადებული გ.კ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული ს.ვ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1998 წელს დაბადებული ჯ.თ., 1997 წელს დაბადებული თ.წ., 1977 წელს დაბადებული ვ.ბ., 1989 წელს დაბადებული ს.ჯ., 1973 წელს დაბადებული, ჯ.წ., 1985 წელს დაბადებული ნ.ბ., 1976 წელს დაბადებული მ.ც., 1983 წელს დაბადებულ ა.ბ. და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1981 წელს დაბადებული ი.ც.

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციის განცხადების მიხედვით, მათ  დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – პისტოლეტები, რევოლვერები, ავტომატი, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და მაყუჩი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.