შსს: თუ გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, გამოვიყენებთ სპეცსაშუალებებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თუ აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის წევრებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან.

აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – აცხადებს შსს.

აქციიდან კადრებში ჩანს, რომ შსს-მ უკვე გამოიყენა ცრემლმდენი სპრეი. პარლამენტის უკანა ტერიტორია სპეცრაზმელებმა მოქალაქეებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

რამდენიმე წუთით ჩაირთო ასევე შსს-ს გაფრთხილების სისტემაც.