შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტში „პუბლიკას“ დაუდასტურეს, რომ უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზესი დაკავებულია. „პუბლიკამ“ დაკავებულის გადაღება მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ მოახერხა.
„აღნიშნული პიროვნება საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმდინარეობს პირის დაკავების პროცედურა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე“, – აცხადებენ შსს-ში.
ადვოკატ თორნიკე ჯანელიძის ცნობით საქართველოში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზესი დღეს დააკავეს. ის მედიასთან დეტალებზე დაკვებულთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს
.როგორც უფლებადამცველი მარიკა არევაძე წერს, მეზესი საქართველოში ლეგალურად იმყოფებოდა.
ლასლო რობერტ მეზესი დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად აშუქებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს