შუახევის მერიის განცხადებით, რამდენიმე დღეა შუახევში გადაუღებლად წვიმს, რის შედეგად ბათუმი-ახალციხის შუახევის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (სოფ. გორხანაული) მეწყრული პროცესი განვითარდა.
უწყება ამბობს, რომ საავტომობილო გზებზე სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით, დაბაძველი-ოქროპილაურის შემოვლითი გზით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა“, – წერია განცხადებაში.