შვედეთში 6-ჯერ მეტი დაღუპულია, ვიდრე დანიაში. ეს არის შვედეთის ექსპერტიმენტის შედეგი - იმნაძე

პუბლიკა

საკოორდცინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პაატა იმნაძემ შვედეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა. შეკითხვა ამის შესახებ ჟურნალისტმა დაუსვა, რომელმაც იმნაძეს სთხოვა, ერთმანეთისთვის  შეედარებინა შვედეთსა და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება.

„ერთი ფრთა საუბრობს შვედეთზე, მეორე ბელორუსიაზე და სხვათა შორის ბელორუსიაში გაცილებით ნაკლები იყო შეზღუდვები, ვიდრე შვედეთში. იქ პრაქტიკულად არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა. კვლევა უკვე გამოაქვეყნა შვედეთმა. გუშინ გამოქვეყნდა კვლევა, მათ იმედი ჰქონდათ, ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის და აღმოჩნდა, რომ სტოკჰოლმში, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევა იყო, გავრცელება 7%-ია. იმისათვის, რომ პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს, რაც საშუალებას მოგვცემს ინფექცია თავისთავად დავამარცხოთ 70% უნდა იყოს. მიშვების პოლიტიკით სტოკჰოლმი პოპულაციური იმუნიტეტში 7%-ზე ვერ ავიდა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად არ გაამართლა ამ მიდგომამ, რადგან შვედეთს თუ შევადარებთ მის მეზობელ დანიას, შვედეთში 6-ჯერ მეტი დაღუპულია, ვიდრე დანიაში და ეს არის შვედეთის ექსპერიმენტის შედეგი. ვხედავთ იმავე ბელორუსიას, რაც ხდება ბელორუსიაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.