შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტი აღიარა

პუბლიკა

შვეიცარიის საელჩო საქართველოში ავრცელებს ინფორმაციას, რომ შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტი აღიარა.

შვეიცარიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიას ამ ეტაპზე 28 ქვეყნის კოვიდპასპორტი აქვს აღიარებული, მათ შრის საქართველოს.


საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 545 პირი, გარდაიცვალა კიდევ 43 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  13.72%.