შვილის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის მამას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა - პროკურატურა

პუბლიკა

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ  არასრულწლოვან შვილთან გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 მაისს ს.ფ.-მ 16 წელს მიუღწეველ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ს.ფ. 2019 წლის 31 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′ 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.