სია | „4 ოქტომბრის" 64-ივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს - ვის რამდენი მიესაჯა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ჯამში ბრალდებული იყო 64 ადამიანი. ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ნაწილ მათგანს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ედებოდა, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობაში.

64 ბრალდებულიდან თავი უდანაშაულოდ ცნო 30-მა მათგანმა და მოსამართლემ მათი განაჩენი არსებითი განხილვით გამოიტანა.

საპროცესო შეთანხმება კი გაუფორმდა 34-ს (ამ 34-დან 22 მსჯავრდებული, საპროცესო შეთანხმების თანახმად, უკვე გათავისუფლებულია, 12 მათგანი კი ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებს).

საქმეზე 3 მსჯავრდებული მიმალვაშია. ესენი არიან: ირაკლი შაიშმელაშვილი, ანტონ უპერი, ია დარახველიძე.

ციხეში ამ დროისთვის სასჯელს იხდის 38 მათგანი (ამ 38-ში შედის 12 მათგანიც, ვისაც საპროცესო რეალური სასჯელით გაუფორმდა).

გთავაზობთ განაჩენს 64-ივე მათგანზე:

  • პაატა ბურჭულაძე – 7 წელი;
  • მურთაზ ზოდელავა – 7 წელი;
  • ირაკლი ნადირაძე – 7 წელი;
  • პაატა მანჯგალაძე – 7 წელი;
  • ლაშა ბერიძე – 7 წელი;
  • ნანა სანდერი – 7 წელი;
  • ირაკლი შაიშმელაშვილი – 2 წელი (დაუსწრებლად);
  • მარიამ მეყანწიშვილი – 5000 ლარი (სსკ-ის მუხლი 226-ე).

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლი:

  • ნიკა გვენცაძე – 5 წელი;
  • ირაკლი ჩხვირკია – 5 წელი;
  • გური ჟვანია – 5 წელი;
  • თორნიკე მჭედლიშვილი – 5 წელი;
  • ალექსანდრე ჩილაჩავა – 5 წელი;
  • გიორგი ჩახუნაშვილი – 5 წელი;
  • კონსტანტინე კოკაია – 5 წელი;
  • კახაბერ მჟავანაძე – 5 წელი;
  • დავით სტურუა – 5 წელი;
  • დავით ჟღენტი – 5 წელი;
  • ზაქრო ალბუთაშვილი – 5 წელი.
  • ზურაბ ჭავჭანიძე – 5 წელი;
  • გენადი კუპრეიშვილი – 5 წელი;
  • ვლადიმერ გველესიანი – 5 წელი;
  • ამირან დოლიშვილი – 5 წელი;
  • რამაზ მამულაძე – 5 წელი;
  • სულხან ტუღუში – 5 წელი;
  • ანტონ ვარდანიძე – 5 წელი.
  • აბო ნავერიანი – 5 წელი.
  • მანუჩარ მიქელაძე – 5 წელი;
  • ანტონ უპერი – 5 წელი (დაუსწრებლად);
  • ია დარახველიძე – 5 წელი (დაუსწრებლად);

3 წელი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა:

  • ალექსანდრე გოგოლაძე;
  • სულხან აბრალავა;
  • ევა შაშიაშვილი;
  • გოჩა ყატაშვილი;
  • დავით ღურწკაია;
  • ჯანდრი თირქია;
  • რამაზ ჯორბენაძე;
  • გენადი კელიხაშვილი.
  • ხვიჩა გოგოხია;
  • გიორგი ქორქია;
  • ლევან ჯიქია;
  • გიორგი რურუა;
  • ლაშა ივანაძე;
  • სერგო მეგრელიშვილი.
  • ალექსანდრე ხაბეიშვილი;
  • ბექა ქელეხსაშვილი;
  • გიორგი მულაძე;
  • მამუკა ლაბუჩიძე;
  • გურიელ ქარდავა;
  • ავთანდილ სურმანიძე;
  • თემურ ქურციკიძე;
  • ვახტანგ ფიცხელაური.

1 წელი თავისუფლების აღკვეთა, 3 წელი პირობითი მსჯავრი – საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა:

  • სიმონ მახარაძე;
  • კახაბერ კვაჭანტირაძე;
  • გია თოლორაია;
  • მიხეილ თოლორაია;
  • ავთანდილ თოფჩიშვილი;
  • იური ლომიძე;
  • დავით გიუნაშვილი;
  • გიორგი ტალახაძე;
  • ბექა მაჭავარიანი;
  • გიორგი კირვალიძე;
  • კობა ეპიტაშვილი;
  • საბა კორძაია – 1 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, 3 წელი პირობითი მსჯავრი (ვინაიდან ის სხვა საქმეზე პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო).

რას ედავებოდნენ ბრალდებულებს:

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს ბრალი სამი მუხლით ჰქონდათ წარდგენილი:

  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად (სსკ-ის 19-222 მუხლი);
  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა (სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი);
  • მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ (სსკ-ის 317-ე მუხლი).

ლაშა ბერიძეს ორი მუხლით:

  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.

პაატა მანჯგალაძეს:

  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.

ნანა სანდერი:

  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება;
  • მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;

ირაკლი შაიშმელაშვილი:

  • მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;

მარიამ მეყანწიშვილი:

  • ჯგუფური მოქმედების ორგანიზება (სსკ-ის 226-ე მუხლი);

დანარჩენ 56 პირიდან ნაწილს 2 მუხლი ჰქონდა წარდგენილი:

  • ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი);
  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;

ნაწილს კი მხოლოდ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;