სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურა კი მნიშვნელოვნად დაიკლებს.

„4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.