სიონის ტბაში მოზარდს ეძებენ

პუბლიკა

სონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მედიას უდასტურებენ ინფორმაციას, რომ მიიღეს შეტყობინება ტბაში მოზარდის გაუჩინარების შესახებ, რის შემდეგადაც მაშველები ადგილზე გაემართნენ.

ინფორმაცია ტბაში მოზარდის გაუჩინარების შესახებ თავდაპირველად Facebook-ზე პარტია „ლელოს“ წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა გაავრცელა.

„შემთხვევიდან დაახლოებით 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. უფრო მეტს თბილისიდან ელოდებიან ახლა, თიანეთში მეტი არაფერი შეუძლია სამაშველოს, “- წერს ის.

განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სიონის ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს.