„სირცხვილიას“ დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილიას“ დირექტორი გიორგი მჟავანაძემ საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ გიორგი მჟავანაძემ მიაწოდა.

მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის მიერ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

საქმე ეხება 2022 წლის 17 მაისს გლდანი-ნაძალადევის რაიონის მე-9 განყოფილებაში მომხდარ ინციდენტს. გიორგი მჟავანაძე ამბობდა, რომ სამართალდამცველებმა მასზე იძალადეს, შემდეგ კი დააკავეს. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც.

გიორგი მჟავანძე აცხადებს, რომ აპირებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.