„სისხლის ბანკის“ ყოფილმა ექიმებმა ხელფასის მიღების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გამართეს

პუბლიკა

მე-15 დღეა, რაც სისხლის ბანკის ყოფილი თანამშრომლები 6 და 8-თვიანი, კუთვნილი დავალიანების მიღებას ითხოვენ, – მათ დღეს „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ წინ აქცია გამართეს და ანაზრაურების გადახდა მოითხოვეს.

პროფკავშირის ახალგაზრდული მოძრაობის ცნობით, სამედიცინო პერსონალს 8 თვის ანაზღაურება არ მიუღია, რის გამოც 29 დეკემბრამდე შიმშილობდნენ. საბოლოოდ კი ნაძვის ხეც დაწვეს როგორც წართმეული შობა-ახალი წლის სიმბოლო.

„უკვე რვა თვეა, რაც ექიმები, ვითხოვთ ჩვენი კუთვნილი ანაზღაურების მიღებას – მხოლოდ იმის, რაც გვეკუთვნის, არც მეტს, არც ნაკლებს.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, დავა მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზებით მოგვარებულიყო, დამსაქმებლის მხრიდან გამოჩენილი უგულისყურო და ცრუ დამოკიდებულების გამო, მაინც მოგვიწია მიგვემართა პროტესტის უკიდურესი ფორმებისთვის: ჯერ ქუჩის აქციები, შემდეგ უკვე შიმშილობა.

დღეს 31 დეკემბერია, ახლა წესით სამსახურიდან სახლში დაღლილი მისულნი, საახალწლო სამზადისში უნდა ვიყოთ და ხელმოკლედ, თუმცა მაინც ვტკბებოდეთ ჩვენს ოჯახთან ერთად გატარებული თითოეული წუთით. მაგრამ თქვენ ხომ ხელფასები მოგვპარეთ, თქვენ მოიპარეთ ჩვენი შობა და ახალი წელი”, – აცხადებენ ექიმები.