სიურპრიზებით აღსავსე დღეები და კვირები გველის წინ - მიხეილ სააკაშვილი

პუბლიკა

პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ  21 დეკემბერს ნიკა მელიას მიერ დაანონსებული აქცია მისთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია.

„ახლა კონსოლიდაციით მრავალრიცხოვნება და გადამწყვეტი ნაბიჯები ქვეყნის და მათ შორის ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი სწორი გზაა”. – წერს ფეისბუქზე სააკაშვილი.

მისი თქმით, კარგად ხედავს, რომ სუს-ი ცდილობს დანერგოს უნდობლობა და განხეთქილების ილუზია შექმნას.  და “ნაციონალურ მოძრაობასა” და ნიკა მელიაზე თავდასხმები მხოლოდ ივანიშვილისა და სუს-ისთვის სასარგებლო სამსახურია”.

„მათთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავისი 1 მილიონი მხარდაჭერით არის მძარცველთა ბანდის ბოგინის გარდაუვალი დასასრული. ამიტომ ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ ლიდერშიპის გარშემო 21-ში და შემდგომ დღეებში და ასევე, დავდგეთ საერთო პლატფორმაზე ყველა სხვა, დიდ თუ პატარა ჯგუფთან და აქტიურ მოქალაქესთან ერთად”. – წერს სააკაშვილი.

„ძალიან აქტიური და სიურპრიზებით აღსავსე დღეები და კვირები გველის წინ. წინანდალში ცოტა ნაადრევად მოუწიათ ბიჭებს ზეიმი!„ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.