სივრცითი დაგეგმარების კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება - მინისტრი

პუბლიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. მინისტრის განცხადებით, ცვლილებები მალე დაინიციირდება.

ინფრასტრუქტურის მინისტრის განხცადებით, იქნება ახალი შესაძლებლობა, რომ კერძო პირები ტერიტორიების ათვისება-განაშენიანებით დაინტერესდნენ.

მან აღნიშნა, რომ ცვლილების შემდეგ კერძო პირებს უკვე შეეძლებათ როგორც გენერალური გეგმის კონცეფციის, დეტალური გეგმისა და შესაბამისი სივრცითი დოკუმენტების დამუშავება კონკრეტულ არეალთან მიმართებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე კლასის შენობა-ნაგებობებისთვის არ იქნება საჭირო ნებართვის მიღებად წარსადგენ დოკუმენტაციაზე არქიტექტურული პროექტისა და სხვა საექსპორტო დასკვნების წარდგენა.

მინისტრის კომენტარი სრულად:

„საქართველოს სივრცითი დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, რომელიც დაინიციირდება, რომლის ფარგლებშიც შემოვიდა ჩვენი ტერიტორიის განმარტება და რეალურად ეს არის ახალი შესაძლებლობა, რომ დაინტერესებულმა პირებმა და კერძო პირებმა მოახდინონ დაინტერესება, ტერიტორიების ათვისება განაშენიანებისთვის.

დღეის მდგომარეობით არსებული კოდექსი არ იძლეოდა ამის შესაძლებლობას და ამ ცვლილების შემდეგ უკვე კერძო პირებს შეეძლებათ როგორც გენერალური გეგმის კონცეფციის, დეტალური გეგმის და შესაბამისი სივრცითი დოკუმენტების დამუშავება. რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს იმ პროცედურული ასპექტების დარეგულირებას და შემდგომში უკვე მეტი წარმატებული პროექტის მიღებას.

მსხვილი საინვესტიციო პროექტის ცნება შემოდის, რომლის ფარგლებშიც არეალებში იქნება შესაძლებელი ამ არეალებს დაქვემდებარებული შესაბამისი პროექტების განვითარება, შესაბამისი ხელშეწყობა და უკვე სივრცითულად დარეგულირება აღნიშნული საკითხის.

მნიშვნელოვანია, რომ უშენ ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია არსებული კანონმდებლობით სადაც შესაძლებელია უკვე განაშენიანება და ამ ჭრილში პირდაპირ იქნება უკვე შესაძლებელი დამუშავდეს შესაბამისი სივრცითი დოკუმენტი. განსაკუთრებული რეგულირების სტატუსის მინიჭება არამხოლოდ ნაშენ ტერიტორიაზე, არამედ უშენ ტერიტორიაზეც იქნება შესაძლებელი.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ რეალურად მეორე კლასის შენობა-ნაგებობებისთვის არ იქნება საჭირო ნებართვის მიღებად წარსადგენ დოკუმენტაციაზე არქიტექტურული პროექტი, საინჟინრო- გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული სქემა, ტექნოლოგიური სქემის პროექტი, საექსპერტო დასკვნების მომზადება. გამომდინარე შინაარსობრივად დაბალი რისკიანობიდან. რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად დააჩქარებს პროცესს.

ამდაგვარი რეგულირებები ეხება სტადიებთან მიმართებითაც. სამსტადიიანი ნებართვის პირობებში… მხოლოდ შესაბამისი დასკვნები იმ სტადიის შესაბამისი დოკუმენტაციაზე უნდა იყოს წარმოდგენილი.

ძირითადად ეს ცვლილებებია, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობა, ახალი არეალების გაჩენა. ოღონდ ამ არეალების უკვე იმდაგვარად, გეგმარების შესაბამისად განვითარება, რომლის ფარგლებშიც თავს ავარიდებთ რამე ქაოსურს [სტილი დაცულია]“, – განაცხადა მინისტრმა.