სკოლებში სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდება

პუბლიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარდება.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფრმაციით, იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.

გუშინ, ღამით საქართველოში კორონავირუსით დაავადების მესამე შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით დაინფიცირებული პირი ირანიდან სახმელეთო გზით, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში. იგი რამდენიმე დღით გაჩერდა აზერბაიჯანშიც.