მოვუწოდებ სასწავლო დაწესებულებებს, მიიღონ განსაკუთრებული ჰიგიენის ზომები - გამყრელიძე

პუბლიკა

„მოვუწოდებ სასწავლო დაწესებულებებს, მიიღონ განსაკუთრებული ჰიგიენის ზომები“,- ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დღევანდელი ეპიდსიტუაციის განვითარების ფონზე, დღეს არ არის ის მონაცემები, რომ ჩვენ სწავლა შევწყვიტოთ. მაგრამ მე ყველა სკოლას და სასწავლო დაწესებულებას მოვუწოდებ, ისევე, როგორც გრიპის სეზონის დაწყების წინ, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვის შესახებ. ეს ჰიგიენა ყოველთვის უნდა იყოს დაცული, ზაფხულში, ზამთარში. მაგრამ, როცა ეპიდემიის საშიშროება არის, რა თქმა უნდა, გაძლიერებული ჰიგიენის ზომები უნდა იქნეს მიღებული, განსაკუთრებით სასწავლო დაწესებულებებში“, – თქვა ჟურნალისტებთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან განყრელიძემ.

გუშინ, ღამით საქართველოში კორონავირუსით დაავადების მესამე შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით დაინფიცირებული პირი ირანიდან სახმელეთო გზით, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში. იგი რამდენიმე დღით გაჩერდა აზერბაიჯანშიც.