„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ზურა ჯაფარიძეს, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, მანქანა დაეჯახა. მომხდარის შემდეგ ის კლინიკაში გადაიყვანეს.
„არაფერი ისეთი სანერვიულო არ არის – სკუტერით მოვდიოდი, დამეჯახა მანქანა, ჩამიჭრა. ნელა მოვდიოდი, ცოტა ხანი ვიფორთხიალე, ბევრი დაჟეჟილობა მაქვს და კანი მაქვს ატყავებული, ტვინის შერყევის ამბავია“, – ამბობს ჯაფარიძე კლინიკიდან გავრცელებულ ვიდეოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იდენტიფიცირებულია ავტომობილის მძღოლი, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.