#სოცაფეთქება | დღეს კანცელარიასთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება

პუბლიკა

დღეს, 14:00 საათზე მთავრობის კანცელარიის შენობასთან აქცია, სახელწოდებით „სოცაფეთქება“ იმართება. აქციის ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავით მთის კურორტები“ ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქცია აერთიანებს ყველა იმ სეგმენტის პროტესტს, სადაც აკრძალვები განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამინთა უფლებებს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, აქციაზე კონსოლიდირებულად გაჟღერდება შეზღუდვების მოხსნა სხვადასხვა მიმართულებით:

  • ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა;
  • სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების მოთხოვნა;
  • ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა;
  • საზოაგდოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის მოხსნა;
  • სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენის მოთხოვნა კომენდანტის საათის შემსუბუქების მოთხოვნა და ა.შ.

„თუ ამ ჩამონათვალში ვერ ნახავ, იმ სფეროს რომლის უსამართლოდ ჩაკეტვა თვეებია გრძელდება, ეს არ ნიშნავს რომ შენი ხმა არ გაჟღერდება აქციაზე. ვისაც უსამართლოდ მიგაჩნიათ ამგვარი შეზღუდვები, რომლებიც რეალურად კოვიდ-პანდემიის პრევენციას მინიმალურად ახდენს (მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე) შემოგივერთდი და დააფიქსირე შენი ხმა!“, – აღნიშნულია „სოცაფეთქების“ Facebook-ღონისძიებაში.


აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა“, – ამ ლოზუნგით აანონსებენ კიდევ ერთ აქციას მწვანე მოძრაობის სამოქალაქო აქტივისტები. როგორც მათი Facebook-ღონისძიებიდან ვიგებთ, საპროტესტო აქცია ამჯერად 25 იანვარს, 16:00 სთ-ზე, ისევ მთავრობის კანცელარიის შენობასთან გაიმართება.