სოციალურ ქსელში მოქალაქეები რუსულნომრიანი ესკორტის გადაადგილებაზე წერენ

პუბლიკა

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ დაახლოებით ბოლო ერთი კვირაა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რუსულნომრიანი მანქანების ესკორტი გადაადგილდება.

საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალებით მიხედვით, რომ ერთი და იგივე ნომრიანი მანქანები დაფიქსირებულია როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და ნატახტარში.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით იდენტიფიცირებადია მანქანის ნომრები. nomerogram.ru-ს ვებგვერდზე ატვირთულია ამ მანქანების ფოტო, რომელიც 2 ივნისით თარიღდება. ქართულ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებებით, ადგილი, სადაც ეს ფოტოა გადაღებული, ბათუმია.

  • Untitled
  • tVyyNWuimu4PwoFv6bWuZ0Vb7pNNE9sBLSVLm0AZfjn8DRg1Z6N5m6P1t7FdYEAFcruDMpfOEnkGgXsNlmCK
  • ddd
  • 348360979_634000868605136_311095461477524304_n
  • 01 /

ერთ-ერთი ვერსიით, აღნიშნული მანქანები ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის გარემოცვას ეკუთვნის.

ერთ-ერთი მერსედესის მარკის მანქანის ნომერი ემთხვევა მანქანას, რომელიც ჩეჩენი ბიზნესმენის ასლანბეკ ახმეტხანოვ სულთანოვიჩის instagram-გვერდზე ატვირთულ ვიდეოში ჩანს.

ამ დრომდე არც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია ოფიციალური განმარტება, ვისი ესკორტი გადაადგილება საქართველოში. განცხადების გავრცელების შემთხვევაში „პუბლიკა” მას დამატებით შემოგთავაზებთ.