სოციალური სამართლიანობის ცენტრი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს სასამართლოში გაასაჩივრებს

პუბლიკა

„სახელმწიფო აგრძელებს ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უკანონოდ დახურვას, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს პროექტის უკანონობასა და სახელმწიფო ინტერესებთან მის შეუთავსებლობაზე“, – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს, სასამართლოში ვასაჩივრებთ. ამჯერად, ინფორმაციის გაცემას ფინანსთა, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროებისგან ვითხოვთ.  ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო ინფორმაციაა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. მიუხედავად ამისა, სამინისტროები ამ ინფორმაციას უკანონოდ და თვითნებურად მალავენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.