სოცმუშკთა პროფკავშირის წარმომადგენელის, ქეთევან ხუციშვილის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დღეს, დილით 239 დასაქმებული სოცმუშაკიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება 40 -მდე სოცმუშაკმა მიიღო.
მისი თქმით, მათთვის უცნობია, რატომ მიიღეს ამ ადამიანებმა აღნიშნული შეტყობინება და ცდილობენ, პასუხი მიიღონ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან. „პუბლიკა“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, განცხადებას ამ საკითხზე 3 საათზე მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, გააკეთებს.
„მთელი საქართველოს მასშტაბით თითოეული ცენტრიდან დაახლოებით 4 ადამიანს მიუვიდა შეტყობინება, რომ პირველი თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულებები უწყედებათ, რეორგანიზაციის საფუძველზე. ამასთანავე სააგენტოს სოციალური სამსახური გადადიოდა ტრეფიკინგის ფონდის დაქვემდებარებაში, თუმცა ორივე უწყება ჯანდაცვის სამინისტროს მართვაში შემავალი ორგანოებია და არსებობდა მოსაზრება, რომ უბრალოდ სააგენტოში უწყდებათ შრომითი ხელშეკრულებები და ტრეფიკინგის ფონდი აიყვანს ამ ადამიანებს, მაგრამ ეს არ არის გონივრული, რადგან მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს მიუვიდათ მსგავსი შეტყობინება. 50-მდე ადამიანს აქვს მისული ასეთი შეტყობინება, 200-მდე ადამიანს არ მიუღია. დღეს, დილით ჩაუვარდათ სოციალურ მუშაკებს თავიანთ ელექტრონული ბრუნვის სისტემაში. ხელმძღვანელი პირები არ გვპასუხობენ.” – განუცხადა „პუბლიკას“ ქეთი ხუციშვილმა.