სოფელ გუმათში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

სოფელ გუმათში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოყენებულიყო, ალტერნატივად კი გირაო დაასახელეს.

გამოძიების პოზიციით, ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, ,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს.

დაკავებულის ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი ამბობს, რომ მუკბანიანი ბრალს არ აღიარებს.