სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ | დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

საგარეჯოს რაიონში, სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

როგორც უწყებაში „პუბლიკას“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გოგო სავარაუდო ქორწინების თავიდან აცილების მიზნით სახლიდან წავიდა. ოჯახის ცნობით, ის რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.

18 წლის გოგოს გაუჩინარების შესახებ პოლიციას ოჯახმა აცნობა. ის სახლიდან გუშინ გავიდა.