გორი-იგოეთის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა და სამი დაშავდა.
დაშავებულები „გორმედში“ არიან გადაყვანილები. მოგვიანებით, კლინიკაში შეყვანილი 3 პირიდან ერთი დაიღუპა. ექიმის განცხადებით, დანარჩენი ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ავარია სოფელ შავშვებთან მოხდა, ქორწილის კორტეჟის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.