სოფელ შავშვებთან ქორწილის კორტეჟის მანქანა გზიდან გადავარდა, დაიღუპა 2 ადამიანი

პუბლიკა

გორი-იგოეთის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა და სამი დაშავდა.

დაშავებულები „გორმედში“ არიან გადაყვანილები. მოგვიანებით, კლინიკაში შეყვანილი 3 პირიდან ერთი დაიღუპა. ექიმის განცხადებით, დანარჩენი ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ავარია სოფელ შავშვებთან მოხდა, ქორწილის კორტეჟის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.