სოფელ ყანდაურაში მკვლელობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ სოფელ ყანდაურაში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მათი თქმით, ბრალდებულმა 2019 წლის 3 მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.

„2019 წლის 20 ივლისს ნ.გ-ზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ა”ქვეპუნქტებით, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.