გარდაბნის რაიონში, სოფელ ყარაჯალასთან მდებარე ტყეში, დამწვარ ავტომანქანაში, კაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ტაქსის მძღოლია, რომელიც ჯერ მოკლეს, შემდეგ ავტომანქანა დაწვეს. ადგილიდან კადრებს „მთავარი არხი“ ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.