სოფელ ყარაჯალასთან დამწვარ ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

პუბლიკა

გარდაბნის რაიონში, სოფელ ყარაჯალასთან მდებარე ტყეში, დამწვარ ავტომანქანაში, კაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ტაქსის მძღოლია, რომელიც ჯერ მოკლეს, შემდეგ ავტომანქანა დაწვეს. ადგილიდან კადრებს „მთავარი არხი“ ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული  7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

LB loan image desktop LB loan image mobile