„სოლიდარობა გალისა და ახალგორის მოსახლეობას" | 5-დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა

პუბლიკა

„გაუქმდეს 5-დღიანი კარანტინი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთათვის”, – ჯანდაცვის სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ამ მოთხოვნით აქცია გაიმართა ზუგდიდშიც.

„სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს ეს კარანტინი და ხვალ დილიდან უკვე უნდა დადგეს ხიდზე მანქანა, რომელიც სწრაფ ტესტებს ჩაუტარებს ადამიანებს. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა ადამიანების არათუ დაზიანების, არამედ გარდაცვალების”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.


საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის მკვიდრები, საქართველოს 4 მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას ორთივე მათგანი დაიღუპა. მათი ცხედრები უკვე იპოვეს.