სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, შუშან სტეპანიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია.
სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს და ხუდაფერინის წყალსაცავის მიმართულებით იერიში მიიტანეს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში სომხეთს ადანაშაულებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში სომხეთის არმია ჯებრაილის რაიონის, ასევე მდინარე არაქსის ნაპირას მდებარე გათავისუფლბული სოფლებს მიმართულებით საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებდა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.