სომხეთის საელჩო აცხადებს, რომ საქართველოში მათ სატვირთოებს თავს დაესხნენ | შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სომხეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ მათ სატვირთო მანქანებს თავს დაესხნენ.

„ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ უცნობმა ადამიანებმა მანქანის მიმართულებით ქვები ისროლეს, დააზიანეს და მიიმალნენ.

მათივე ცნობით, სატვირთოები საზღვრამდე პატრულის მანქანებმა მიაცილეს.

„სომხეთის საელჩო ინარჩუნებს მუდმივ კონტაქტს საქართველოს შესაბამის ორგანოებთან და აქტიურად მუშაობს, რათა კანონის ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნას დამნაშავეების პასუხისგება, რათა მსგავსი ფაქტები მომავალში აღარ განმეორდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს,