სომხეთმა და ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, კირ სტარმერმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

„დღევანდელი ერთობლივი დეკლარაციით სომხეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ჩვენ ვხსნით ახალ და პერსპექტიულ თავს სომხეთ-ბრიტანეთის ურთიერთობებში“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა X-ზე.

სომხეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მე-8 სამიტი იმართება.

ევროკავშირის, ასევე დიდი ბრიტანეთის და კანადის ლიდერები ერევანში გუშინ და დღეს ჩავიდნენ.

სომხეთში არიან: NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ასევე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

სომხეთში ჩავიდა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი კონფერენციას დისტანციურად ჩაერთო.

სომხეთში არიან ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილიც.