სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი ირანიდან დაბრუნებულ სომხეთის მოქალაქეს დაუდგინდა. მას თან ახლდა ცოლიც, თუმცა მას კორონავირუსის ნიშნები არ აღენიშნება. ინფიცირებულმა პირმა კლინიკას თავად მიმართა.
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო იზოლაციის მიზნით სასტუმროს ნომრებს გამოუყოფს იმ პირებს, რომლებსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ.