დღეს, თბილისის დროით 09:26 საათზე, სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე იყო 5.1 მაგნიტუდა.
მათივე განცხადებით, ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.